
ინფრასტრუქტურის სამინისტროში რუსთავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების არქიტექტურული კონცეფციები განიხილეს
20 მაისი 2026ინფრასტრუქტურის სამინისტროში რუსთავის მრავალფუნქციური კომპლექსის, გურჯაანის „ღვინის ქალაქის“ და ახტალის პარკის მოწყობის არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.
საკონკურსო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და მისი მოადგილეები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, რუსთავის და გურჯაანის მერები, არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები.
კომისიის წევრებმა რუსთავის მრავალფუნქციური კომპლექსის ორი არქიტექტურული კონცეფცია განიხილეს. პროექტების მიხედვით, 1500 მაყურებელზე გათვლილ კომპლექსში მოეწყობა დახურული მინი საფეხბურთო დარბაზი, 100 მაყურებელზე გათვლილი ღია ხელოვნურ საფარიანი საფეხბურთო მოედანი, სამოყვარულო სპორტული ცოცვის კედელი, ჩოგბურთის ორი ღია და ერთი დახურული ტიპის კორტი, პადელისა და ქვიშის ფრენბურთის მოედნები. გარდა ამისა, კომპლექსში განთავდება კულტურულ-შემეცნებითი ცენტრი.
კომისიამ ასევე იმსჯელა გურჯაანში მრავალფუნქციური სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული კომპლექსის -„ღვინის ქალაქის“ ხუთ არქიტექტურულ კონცეფციაზე. პროექტების მიზანია შეიქმნას მრავალფუნქციური ცენტრი, რომელიც ერთდროულად ხელს შეუწყობს ქართული მემკვიდრეობის დაცვას და პოპულარიზაციას, ინოვაციური კვლევების მხარდაჭერას და რეგიონში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.
გურჯაანის „ღვინის ქალაქში“ მოეწყობა საგანმანათლებლო, მუდმივმოქმედი და დროებითი საგამოფენო სივრცეები, საკონსერვაციო ლაბორატორია და ფონდსაცავი, სპეციალიზებული ბიბლიოთეკა და ენოთეკა, დეგუსტაციის დარბაზი და გასტრონომიული სივრცეები,საზოგადოებრივი და რეკრეაციული ზონები, ასევე, HoReCa და სხვა კომერციული ერთეულები.ეზოს ნაწილი იქნება ვაზის ჯიშების საჩვენებლი კოლექცია, რომელიც მჭიდროდ დაუკავშირდება კომპლექსის თემატიკას.
საკონკურსო კომისიაზე წარგდენილი იყო, ასევე, ახტალის პარკის მოწყობის ექვსი არქიტრქტურული კონცეფცია. პროექტები ითვალისწინებს ბალნეოლოგიური თვისებებით გამორჩეულ პარკში ბუნებრივ გარემოსთან თავსებადი, თანამედროვე გარემოს შექმნას, ასევე, პარკის ტერიტორიის ფუნქციურ ზონირებას და საბავშვო, სპორტული, კულტურულ-საგანმანათლებლო და რეკრეაციული სივრცეების დაგეგმვას.
საკონკურსო კომისია გამარჯვებულ არქიტექტურულ ბიუროებს რამდენიმე დღეში გამოავლენს.
